მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდერ ისაკი პრემიერ ლიგის ისტორიაში რეკორდულ თანხად გაიყიდა

ალექსანდერ ისაკი ლივერპულში

დიდხნიანი დაძაბულობის შემდეგ შვედმა შემტევმა ალექსანდერ ისაკმა “ნიუკასლი” დატოვა და კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს.

ტრანსფერში განსაკუთრებით აღსანიშნი ფაქტია ის, რომ 25 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. მისმა სატრანზიტო თანხამ 125 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება, რაც რეკორდულია. ფეხბურთის ისტორიაში ისაკის ტრანსფერი ფასით მეოთხეა, ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ნეიმარს ("ბარსელონიდან" "პსჟ-ში" 222 მილიონად), კილიან მაბპეს ("მონაკოდან" "პსჟ-ში" 180 მილიონად) და უსმან დემბელეს ("დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" 148 მილიონად) ტრანსფერებს ჩამორჩება.

ალექსანდერმა “მერსისაიდელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელსა და “ნიუკასლს“ შორის ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი ვერ გაფორმდა, რადგან ისაკს მხოლოდ “ლივერპულში“ გადასვლა სურდა. სწორედ ამ მიზეზით მან კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა, რის შემდეგაც “კაჭკაჭებს“ უკან დახევა მოუწიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები