მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრ ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა

ალექსანდრ ლუკაშენკო და სი ძინპინი

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებები გამართა. არსებული ინფორმაციით, პეკინში მდებარე დიაოიუიტაის სახელმწიფო რეზიდენციაში ლიდერების შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ჩინეთის ლიდერმა ორმხრივ კავშირებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამინდელი პარტნიორობის დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა და რომ პეკინი და მინსკი "რკინის მეგობრები" არიან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხარეებმა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინდუსტრიული თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს. ბელარუსის ვიცე-პრემიერ ნიკოლაი სნოპკოვის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჩინურ მხარეს საინვესტიციო და ეკონომიკურ სექტორებში პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებაც შესთავაზა, თუმცა რა შედეგებით ბრუნდება ბელარუსის ლიდერი დედაქალაქში, ჯერჯერობით უცნობია.

ანალიტიკოსების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფაქტი, რომ ცოტა ხნით ადრე ბელარუსის ლიდერმა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც გამართა. კიევში შიშობენ, რომ მინსკის მხრიდან ბოლო კვირებში გადადგმული ნაბიჯები, შესაძლოა, მოსკოვის სამხედრო კამპანიაში ჩართვისთვის მზადებასთან იყოს დაკავშირებული.

ცნობისთვის, მინსკმა რუსეთს საკუთარი ტერიტორია 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დროსაც დაუთმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები