მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსანდრ ვუჩიჩი: “შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულიც კი იყოს”

ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიო, შესაძლოა, უკვე იმყოფებოდეს ფართომასშტაბიანი ომის მდგომარეობაში.

"მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება. შესაძლოა, ის უკვე დაიწყო კიდეც, უბრალოდ ამაზე ოფიციალურად ჯერ არ ვსაუბრობთ", - განაცხადა ვუჩიჩმა.

მისი განმარტებით, დაძაბულობის მთავარი მიზეზი რესურსებისთვის ბრძოლაა. მათ შორის ნავთობისთვის, ბუნებრივი აირისა და იშვიათი ლითონებისთვის.

ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ნედლეულსა და ლოგისტიკურ მარშრუტებზე წვდომისთვის კონკურენცია სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებას ამწვავებს, რაც პირდაპირი სამხედრო შეტაკებების რისკს, განსაკუთრებით კი ბირთვულ ქვეყნებს შორის, საგრძნობლად ზრდის.

სერბეთის ლიდერი მომავალში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს და პარალელს პირველ და მეორე მსოფლიო ომებთან ავლებს. მისი თქმით, ისტორიულად ორივე გლობალური კონფლიქტი ლოკალური კრიზისებით დაიწყო, რომლებიც მოგვიანებით მასშტაბურ დაპირისპირებებში გადაიზარდა. ვუჩიჩის განცხადებით, მრავალი ქვეყანა ამჟამად დროის მოგებას ცდილობს და პარალელურად შესაძლო დიდი ომისთვის ემზადება, რაც გლობალურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტის ეს გაფრთხილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და ჰორმუზის სრუტის ირგვლივ შექმნილი კრიზისის ფონზე გაჟღერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები