მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ბლუაშვილი: ფიტნეს ინდუსტრიამ ორ კვირაში აღდგენა სწრაფად მოახერხა

605e10533eaa7
ლიკა გურაბანიძე
26.03.21 22:05
676

"თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსის ალექსანდრე ბლუაშვილის თქმით, 21 მარტის კვირის მონაცემებით, უნაღდო გადახდების დინამიკის შედარებითი გაუმჯობესება კაფეებსა და რესტორნებში კვლავ გრძელდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ფიტნეს ინდუსტრიის გამოცოცხლება დაიწყო და სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზე კვლავ სტაბილურობა ნარჩუნდება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორნებში ბარათით გადახდები 45%-ის ფარგლებშია შემცირებული. მაგალითად, თებერვალში კონკრეტულად რესტორნებში ამ კუთხით 60%-იანი ვარდნა იყო. ჩვენი მონაცემებიდან ასევე ჩანს, რომ ფიტნეს ინდუსტრიამ ორი კვირის განმავლობაში აღდგენა საკმაოდ სწრაფად მოახერხა. შედარებით მაღალი ზრდა ნარჩუნდება სამომხმარებლო ტექნიკაზე. სასტუმროებში გარკვეული გაუმჯობესების ნიშნები თებერვლიდან მოყოლებული ჩანდა, თუმცა აქ ბარათებით გადახდის მოცულობა ისევ დაახლოებით 60%-ის ფარგლებშია შემცირებული", - განაცხადა ალექსანდრე ბლუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები