მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალექსანდრე ხეთაგური "სილქ ბანკის" აქციონერი ხდება

637c8ec6b1284
ნინო ტაბატაძე
22.11.22 12:54
1959

„სილქ ბანკის“ აქციონერთა სტრუქტურა იცვლება, ბანკს ახალი აქციონერები შეემატება.

8 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, განთავსებული კაპიტალი 1.8 მლნ ლარით გაიზარდა და 62 946 400 ლარით განისაზღვრა.

კაპიტალის გაზრდისთვის ბანკმა დამატებით, 18 000 ცალი აქცია გამოუშვა, თითო 100 ლარის ნომინალური ღირებულებით. გამოშვებული აქციების შეძენის უფლება კი, „სილქ ჰოლდინგ“ მიენიჭა, რომელიც გამოშვებული ახალი აქციების გამოსყიდვას არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრამდე განახორციელებს.

კაპიტალის გაზრდის და აქციების პაკეტის შესყიდვის გარიგების დასრულების შემდეგ „სილქ ჰოლდინგის“ წილი 2.85% იქნება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით „სილქ ჰოლდინგის“ 100% -ის მფლობელი კომპანია „ ნექსუსია“. თავის მხრივ „ნექსუსს“ 3 აქციონერი ჰყავს: ალექსანდრე ხეთაგური 90%, ალექსი ხოროშვილი -5%, დავით მელიქიძე - 5%.

რაც შეეხება „სილქ ბანკს“, ამ დროისათვის აქციათა 61.76390% «სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ეკუთვნის (ბენეფიციარი მფლობელები არიან: გიორგი რამიშვილი - 38.2%, ალექსი თოფურია - 17.6%, დევიდ ბორგერი - 5.88%)

აქციების 38.23% კი შპს „პარტომტა“ ფლობს. სებ-ის მონაცემებით, ამ კომპანიის მსხვილი აქციონერები არია: „ბრეიტენბერგ პრაივიტ ლიმიტედი“ (38.23%) ერკინ ტატიშევი (38.23%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები