მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალექსი ახვლედიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ - ადვოკატი

ლალი აფციაური

საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორს ალექსი ახვლედიანს, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, ბრალს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ სწორედ ალექსი ახვლედიანის დროული რეაგირების შედეგად გადარჩა თორნიკე რიჟვაძე.

„[ალექსი ახვლედიანს] ბრალს დღეს, სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ. დაზუსტებული დრო ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, სოცქსელში გავრცელებული ინფორმაცია ჩემთვის არაფერს ნიშნავს. პროცესზე უფრო მეტს შეიტყობთ.

დღეს, რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს ბატონი ალექსის დამსახურებაა, იქიდან გამომდინარე რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა, ამ მდგომარეობაში წამებიც გადამწყვეტი იყო, ის [ალექსი ახვლედიანი] არ დაიბნა და მისი უშუალო ჩარევით შენარჩუნდა [თორნიკე რიჟვაძის] სიცოცხლე“, - განაცხადა ლალი აფციაურმა და დასძინა, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ დაცვის მხარე გირაოს მოითხოვს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ის იარაღის დაუდევრად შენახვისთვის სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.

ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები