ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები "უკვე თითქმის დატოვა".
„დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – აცხადებენ საზღვაო სააგენტოში.
უეკიპაჟო გემი ბათუმის აკვატორიაში გუშინ, 4 ოქტომბერს გამოჩნდა. სააგენტოში ამბობენ, რომ ის ნაპირისკენ თვითდინებით შემოვიდა.
საზღვაო სააგენტოში ჯერჯერობით დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.
























