ტურინის “იუვენტუსის” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
დელ პიერო აპირებს, რომ საკუთარი კანდიდატურა 27 ნოემბერს წამოაყენოს და 2025 წლის 3 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ცნობილია, რომ მისი მხარდამჭერები ადგილობრივი საფეხბურთო ფუნქციონერები და კლუბები არიან, რაც არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ცნობისთვის, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2018 წლიდან გაბრიელე გრავინაა, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა დაადასტურა და პოზიციის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ალექს დელ პიერო უკანასკნელად Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობდა და პარალელურად ლოს-ანჯელესში არსებულ საკუთარ რესტორან “10”-ს ხელმძღვანელობს. ის იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1995-დან 2008 წლამდე ასპარეზობდა.