მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალიანს ჯგუფმა" თბილისში პირველი ბრენდული რეზიდენციები წარადგინა

Wyndham Grand Residence Tbilisi
06.03.24 16:52
459

1 მარტს სასტუმრო Radisson-ში სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია ალიანს ჯგუფმა თბილისის მიმდინარე მულტიფუნქციური კომპლექსის - ალიანს ჰაილაინისა და C თაუერში განთავსებული Wyndham Grand Residence Tbilisi-ს პრეზენტაცია წარადგინა.

განხორციელებული ცვლილებებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის ფარგლებში, ალიანს ჰაილაინში 5*-მდე დააფგრეიდებული სტატუსით და განახლებული ბრენდით Wyndham Grand Residence Tbilisi განთავსდება, ხოლო ლენდმარკ კომპლექსის მართვასა და აპარტამენტების ეფექტურ გაქირავებას ამერიკული მენეჯმენტკომპანია Aimbridge Hospitality EMEA უზრუნველყოფს.

ცნობილი ბრენდჰაუსები სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მრავალწლიანი ცოდნითა და გამოცდილებით გამოირჩევიან - Wyndham Hotels & Resorts მსოფლიო მასშტაბით 90-ზე მეტი ქვეყნის 9300-მდე სასტუმროს აერთიანებს, ხოლო Aimbridge Hospitality EMEA ყველაზე მსხვილი მენეჯმენტ კომპანიაა მსოფლიოში, რომლის პორტფელიც 1500-მდე სასტუმრო ობიექტს მოიცავს.

პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი მხარეები - ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი თემო ბიწაძე, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტი დიმიტრის მანიკისი და Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტი არმინ ებერჰარდი.

როგორც თემო ბიწაძემ აღნიშნა, Wyndham-ს საქართველოსთან დიდი ისტორია აკავშირებს, ხოლო Aimbridge-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა, ალიანს ჯგუფის პირველ საინვესტიციო მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს პალასს უკავშირდება - რაც პროექტსა და ინვესტორების წრეში საინვესტიციო მომხიბვლელობას ზრდის.

“ჩვენი გადაწყვეტილებით ინვესტორები, რომლებიც ინვესტიციას განახორციელებენ ალიანს ჰაილაინში განთავსებულ Wyndham Grand Residence-ში - ხდებიან სრულფასოვანი თანაინვესტორები ამ პროექტის.

ისინი არამხოლოდ თავისი რეზიდენციებიდან მიიღებენ შემოსავალს, არამედ მთელი სანომრე ფონდიდან მიღებული მოგებიდან, ისევე როგორც მთელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ცალკეულად რომ ავიღოთ, ინდივიდუალური ბიზნეს ობიექტია”.

Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტის დიმიტრის მანიკისის თქმით, პარტნიორობა Wyndham-სა და ალიანს ჯგუფს შორის უკვე რამდენიმე წელიწადს ითვლის:

“არსებული გამოცდილების გათვალისწინებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ძალიან საინტერესო და საპატიო თანამშრომლობაა ჩვენთვის. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რომელიც 90 ქვეყანაში 9300-მდე მაღალი კლასის სასტუმროს მართვასთან არის დაკავშირებული.”

როგორც Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა განაცხადა, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ალიანს ჯგუფს უკავშირდება:

“ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ალიანსთან პარტნიორობა დავიწყეთ მულტიფუნქციურ კომპლექს ალიანს პალასში, რომელიც მდებარეობს ბათუმში. ეს ქალაქი სულ უფრო მეტად იზრდება და სასურველი ხდება ბევრი უცხოელისთვის, დღეს კი თანამშრომლობას ვაგრძელებთ თბილისის პროექტში.

ალიანს ჰაილაინსა და მის პრემიალურ აპარტამენტებს უდიდესი პოტენციალი აქვს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომპანიის გამოცდილება საუკეთესო პროდუქტის შეთავაზების წინაპირობა იქნება”.

Wyndham Grand Residence-ის ბრენდული საინვესტიციო რეზიდენციის საკუთრებით, ინვესტორი კომპლექსის სრულფასოვანი თანაპარტნიორი ხდება, რომლის ფარგლებშიც ცნობილ ბრენდთა უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით სარგებლობას შეძლებს.

აღსანიშნია, რომ თბილისის ბრენდული რეზიდენციების გაყიდვები ოფიციალურად მარტის დასასრულს დაანონსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები