მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alibaba საკუთარ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია ChatGPT-ს უნდა გაუწიოს

64351ac74fb5a
გიორგი თოლორდავა
11.04.23 23:00
890
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს, რომელმაც კონკურენცია OpenAI-ს მიერ წარმოდგენილ ChatGPT-ს უნდა გაუწიოს, რომელიც მოკლე პერიოდში გლობალურ სენსაციად იქცა.

კომპანიის დირექტორის, დანიელ ჟანგის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი Alibaba-ს ჰოლდინგის ყველა ციფრულ პროდუქტსა და სერვისში იქნება ინტეგრირებული და ის მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებლების ეფექტიანად მომსახურების პროცესს.

Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტის კოდური სახელწოდებაა Tongyi Qiawen-ი და მისი სატესტო ვერსია ამჟამად საკომუნიკაციო პლატფორმა DingTalk-შია ჩაშენებული. ზემოხსენებული სერვისი ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ძირითადად კორპორაციული კლიენტებისა და პროფესიონალების მიერ გამოიყენება.

საწყის ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის დანიშნულება ელექტრონული შეტყობინებების სორტირება, ონლაინ-შეხვედრების შეჯამება და კორპორაციული მართვის გამარტივება იქნება.

Alibaba-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი მალე სრული ფუნქციონალით აღიჭურვება და ის ChatGPT-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები