მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ალიევი ამბობს, რომ "ზანგეზურის დერეფანი" შესაძლოა 2028 წლის ბოლოსთვის გაიხსნას

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ "ზანგეზურის დერეფანი" შესაძლოა 2028 წლიდან გაიხსნება.

„როგორც იცით, აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამიტის ერთ-ერთ მიღწევად იქცა TRIPP-ის (The Trump Route for International Peace and Prosperity) პროექტი. პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი სახელი დაუკავშირა ამ პროექტს, რაც ბუნებრივად ნიშნავს, რომ ის აუცილებლად განხორციელდება. ის Middle Corridor-ის ფარგლებში კიდევ ერთ მარშრუტს ხსნის. ტრადიციული მარშრუტის გარდა, ჩნდება ახალი გზა ზანგეზურის გავლით, რომლის ტვირთბრუნვა 15 მილიონ ტონას შეადგენს და პასუხობს უახლეს სტანდარტებს. ამგვარად, აზიიდან ევროპისკენ და უკან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი ტვირთბრუნვა გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი პოტენციალი ექნება მიღებისა და გადაზიდვის მიმართულებით,“ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმითვე, ისინი კორიდორის გახსნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალ წელს დაასრულებენ და სხვა ქვეყნებშიც ასეთი სისწრაფით თუ შესრულდება სამუშაოები, დერეფანი შესაძლოა 2028 წლის ბოლოდან უკვე ამუშავდეს.

8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ამ პროექტის ნაწილია „ზანგეზურის დერეფანი" როგორც მას აზერბაიჯანი უწოდებს, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები