მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიევი: ევროპაში ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია აუცილებლად გაფართოვდება

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული გაზის ევროპაში მიწოდება გაფართოვდება, როგორც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-11 მინისტერიალზე საუბრისას, ალიევმა აღნიშნა, დღეს, აზერბაიჯანი ბუნებრივი აირით 12 ქვეყანაში გადის, მათ შორის 10 - ევროპული ქვეყანაა, მათ შორის 8 ევროკავშირის წევრია.

„ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია ევროპაში აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან ჩვენ უკვე ვმუშაობთ ცალკეულ ევროპულ ქვეყნებში გაზის დისტრიბუციის ქსელის შექმნაზე. ზოგან ეს არ არსებობს, ზოგან კი უნდა გაფართოვდეს, აზერბაიჯანი აპირებს ამას. შესაბამისად, აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გეოგრაფია გაიზრდება“, - აღნიშნა ალიევმა.

მისივე თქმით, სამხრეთის გაზის კორიდორი ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, რომლის შემადგენელი ნაწილებია TANAP-ი, TAP-ი და სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, იგივე შაჰდენიზი.

„ისინი მუშაობენ სრული დატვირთვით და ჩვენ გვჭირდება მათი გაფართოება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ ამას, რა თქმა უნდა, თანხები სჭირდება, - „აქ მივედით მნიშვნელოვან პუნქტამდე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს შეაჩერონ უშუალოდ მინერალურ რესურსებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება, შეიძლება დასჭირდეთ ამ პოლიტიკის შეცვლა“.

მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დარწმუნდეს უნდა რომ, მათ გაზზე ევროპაში მოთხოვნა იქნება - „ანუ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ბაზარზე ამის საჭიროება კიდევ რამდენიმე წელი იქნება. თუ ჩვენ არ გვექნება ასეთი გარანტია, მაშინ არც ინვესტორები და არც ქვეყნები არ ჩადებენ ფულს. ამრიგად, ბუნებრივი აირის დიდი დეფიციტი იქნება. ჩვენი მარაგები კი ცნობილია. ჩვენ ველოდებით წარმოების დაწყებას ახალ საბადოებზე", - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები