მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიევმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის $2 მილიონი გამოყო

უკრაინა
BM. GE
11.08.25 14:16
240

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინისთვის $2-მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემას ხელი მოაწერა. საპრეზიდენტო ფონდიდან გამოყოფილი თანხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა და დაევალება, შეიძინოს აზერბაიჯანული წარმოების ისეთი ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა გამოყენებაც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა შესაძლებელი.

ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს - ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ აზერბაიჯანისგან დახმარების არაერთი პაკეტი აქამდეც მიიღო. ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი 2000 წელს გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები