მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინტექ-გიგანტი საქართველოს ბაზარზე შემოდის. ჩინური Ant Group-ის საერთაშორისო საგადახდო ქსელი Alipay+, რომელიც 2 მილიარდზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, ქართულ საფინანსო ეკოსისტემას უერთდება. მისი სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს, წარმომავლობა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანას უკავშირდება. და მაინც,როგორ შეძლებს აზიელი ტურისტი თბილისსა თუ ბათუმში ჩვეულებრივი QR-კოდით ანგარიშსწორებას? როგორ შექმნა ჯეკ მამ უნდობლობისგან მულტიმილიარდიანი იმპერია და რა ბიზნესმოდელით მდიდრდება მსოფლიოს უდიდესი სუპერ-აპლიკაცია?






























