მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

aljazeera: აშშ-მა ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა

611d044415903
BM.GE
18.08.21 16:57
1393
აშშ-ს მთავრობამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა, რომლის საერთო ღირებულება 9.5 მილიარდი დოლარია. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით აშშ ცდილობს თალიბანის რეჟიმს, რომელმაც ქაბული სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა, თანხაზე წვდომა შეუზღუდოს.

გამომდინარე იქიდან, რომ “თალიბანი” აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია, დაჯგუფებისთვის ხელმიუწვდომელი გახდა ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილებაში და რომელიც ინახება აშშ-ს ტერიტორიაზე ან ზოგადად არის ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა და აშშ-ის მიერ დაბლოკილია თალიბანის მცდელობა – გამოიყენოს ბანკის აქტივები.

ავღანეთში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივების უდიდესი ნაწილი სწორედ აშშ-ში ინახებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები