საქართველოდან ალკოჰოლური სასმლის, ტკბილი და მინერალური წყლების ექსპორტის თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველომ ექსპორტზე 188.7 მილიონი აშშ დოლარის ღვინო გაიტანა, საიდანაც 119.7 მილიონი აშშ დოლარი რუსეთზე მოდიოდა, რაც სრული ექსპორტის 63.4%-ია. რაც შეეხება გაზიან წყლებს შაქრის შემცველობით, ექსპორტმა 151.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან რუსეთზე მოდიოდა 42.4%. მინერალური წყლების ადგილობრივი ექსპორტი 140.7 მილიონი აშშ დოლარი იყო, აქედან აქედან 84.1% რუსეთში გაიყიდა
საქმე ის არის, რომ რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები: „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
BM.GE-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა ჩამონათვალი ვის გაჰქონდა აკრძალვამდე საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობის სასმელი რუსეთში და გთავაზობთ ჩამონათვალს.
ღვინო
- სს ბადაგონი
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
- შპს ასკანელი ძმები
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
- შპს შალვინო
მინერალური წყლები
- აიდიეს ბორჯომი
- სს წყალი მარგებელი
- შპს აქვა გეო
- შპს საირმე მინერალ ვოთერს
- შპს წაღვერი
ტკბილი გაზიანი სასმელი
- იდიეს ბორჯომი საქართველო
- სს არგო
- შპს ლოადს
- შპს რბმ ტრეიდი
- შპს ჯითრეიდ ჰაბ
ასევე BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 კომპანიის სია, რომლებიც 2025 და 2026 წლის 8 თვეში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები იყვნენ. აქაც უმრავლესობა სასმლის კომპანიაა.
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- სს ბადაგონი
- სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
- შპს Bolero & Company
- შპს ასკანელი ძმები
- შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
- შპს კ და ქართული სპირტი
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
- შპს ნათს თაიმ
- შპს უნიონ ექსპორტი 2024
ცნობისთვის, საქსტატი ჩამონათვალს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს და ის არ ასახავს მონაცემებს, ვინ რა მოცულობის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე.
რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, საქართველომ ყველა ბაზარზე წელს ჯამურად 187.7 მილიონი აშშ დოლარის სპირტიანი სასმელები გაიტანა, აქედან რუსეთში 92.9 მილიონი აშშ დოლარის, ანუ ექსპორტის 49.4%.
























