მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალკოჰოლის და თამბაქოს გაყიდვები გაიზარდა - საქსტატი

63aea73f29b94
BM.GE
30.12.22 13:34
559
საქართველოში ალკოჰოლისა და თამბაქოს გაყიდვები გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეჯამებისას განაცხადა.

საქსტატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობის გამო, მომატებულია სტუმარმასპინძლობის (სასტუმროების და რესტორნების) სექტორის შემოსავლები, ასევე მომატებულია ავტომობილებით და ელექტროტექნიკით ვაჭრობაც.

“ნოემბერში დაახლოებით 2.3-ჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რეექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა სომხეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მიმართულებით. ზრდის ტენდენციები ასევე გვაქვს არასპეციალიზებულ მაღაზიებში სასმელებით და თამბაქოს საცალო გაყიდვების მატებით. ასევე გაზრდილია ვაჭრობა ელექტროსაქონლით, კომპიუტერული ტექნიკით და მშენებლობის სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

ზრდის ტენდენცია იყო სასტუმროების და რესტორნების სექტორში, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებასთან. დაახლოებით 417 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სამი სექტორი გამოვლინდა, სადაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ გამმუშავებელი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. დაახლოებით 60%-63%-ით შემცირდა მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. შემცირება ძირითადად ორ ქვეყანაზე აისახა, ეს გახლავთ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. უძრავი ქონების ოპერაციების მიმართულებით კლების მიზეზად სახელდება აღნიშნულ სექტორში მომსახურების მოცულობის შემცირებასთან, რაც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან. რაც შეეხება ხელოვნების დასვენების და გართობის სექტორში კლებას, ეს დაკავშირებული იყო აზარტული თამაშების სფეროში დაკავებული კომპანიების შემოსავლის შემცირებასთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები