მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალკოჰოლური სასმელების გიგანტი კორონავირუსის გამო შემცირებულ მოგებაზე საუბრობს

5e5636e0dff08
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 00:00
965
მსოფლიოში ცნობილი ალკოჰოლური სასმელი Guinness-ის მფლობელი კომპანია Diageo აცხადებს, რომ კორონავირუსი 2020 წელს მათ მოგებაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Guinness-ის მფლობელი კომპანია აღნიშნავს, რომ მათი საოპერაციო მოგება დაახლოებით 140-200 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება, რაც აზიურ ბაზრებზე შეფერხებით არის გამოწვეული.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ გაყიდვები მოსალოდნელზე მეტად არის შემცირებული და დაახლოებით 225-325 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფარგლებში მერყეობს.

„ბარები და რესტორნები უმეტესად დაკეტილია, ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია პრივატული ბანკეტებიც... ასე რომ ჩვენმა კომპანიამ საგრძნობი შეფერხება ნახა იანვრის ბოლოდან დღემდე. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მარტიდან გამოსწორებას დაიწყებს. ჩვენ ველით ეტაპობრივ გაუმჯობესებას 2020 ფისკალური წლისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები