მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

All-P Group-მა სამშენებლო სერვისები ექსპორტზე უზბეკეთში გაიტანა

642868ad90af8
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 21:43
1769
ელემენტ ჰოლდინგში შემავალმა კომპანია All-P Group-მა გასულ წელს უზბეკეთში შვილობილი კომპანია „ოლ-პი უზბეკეთი“ დააფუძნა, რითიც თავისი მომსახურება ექსპორტზე გაიტანა. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

კომპანია, რომელიც ქვეყანაში 2007 წლიდან ოპერირებს ბაზარზე სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემების მოწყობის სერვისით შემოვიდა, 2010 წლიდან კი დამკვეთებს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს, იქნება ეს სარემონტო სამუშაოები, ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკები თუ კერძო სახლების მშენებლობა.

ზაქრო ებელაშვილის ინფორმაციით, დღეს „ოლ-პი ჯგუფის“ მომსახურება უზბეკეთშიც ხელმისაწვდომია და იქ დაფუძნებული კომპანია „ოლ-პი უზბეკეთი“ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

„როგორც ჩვენ ვსწავლობთ უზბეკეთში ტექნოლოგიებს, ასევე ჩვენი გამოცდილების იქ ჩატანა მოგვიწია. საქართველოდან ექსპერტები და ტექნოლოგები წავიყვანეთ, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ დასაქმებულებს ასწავლიან იმ ტექნოლოგიებს, რომელის საქართველოს ბაზარზე გვაქვს დანერგილი.

ამ ეტაპისთვის განხორციელებული პროექტების შეფასება გაგვიჭირდება, რამეთუ უზბეკეთში რამდენიმე პროექტი პარალელურად ხორციელდება. შემიძლია ვთქვა, რომ პროცესები დადებითად ვითარდება“, - აღნიშნა ზაქრო ებელაშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები