მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა

3232

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ისე ბიზნესსექტორებს შორის კავშირების გაფართოებას.

„უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების მოზიდვასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. განსაკუთრებული პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის, აგროსასურსათო წარმოების, გადამმუშავებელი მრეწველობისა და პროდუქციის რეალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობას”, - განაცხადა მინისტრმა.

საუბარი ასევე შეეხო კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ასევე უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები