მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ALLGOOD - გაიცანით ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან

ALLGOOD
05.12.23 12:41
372

ჰიპერმარკეტების ქართული ქსელი გუდვილი ასევე ცნობილია თავისი გამორჩეული ქეითერინგის მომსახურებით. წლების განმავლობაში დაგროვილი ეს გამოცდილება კი კომპანიას უკვე ახალი ბრენდის სახით გამოეყო. allgood - ეს არის ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან, რომელსაც ამ ტრანსფორმაციის წარმატებულად განხორციელებაში სტრატეგიისა და ბრენდ გამოცდილების დიზაინის სააგენტო ORS PAIR დაეხმარა.

ყველა შეკრებაზე, იქნება ეს ოჯახური ვახშამი თუ გრანდიოზული კორპორაციული ღონისძიება, მთავარი და გამაერთიანებელი სურვილი არის, რომ ყველაფერი უბრალოდ იყოს... კარგად. და თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ მასპინძლის როლში, გეცოდინებათ, რომ ამ მიზნის მიღწევა ყოველთვის მარტივი არ არის. გუდვილის ქეითერინგის დახმარებით, წვეულების ორგანიზატორს სუფრის გაშლასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევა მოგვარებული აქვს და შეუძლია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ დამუხტოს სტუმრები დადებითი ემოციებით.

AllGood არ არის მხოლოდ სახელი, არამედ დაპირება, რომ თქვენს წვეულებაზე თუ ღონისძიებაზე ყველაფერი კარგად იქნება. სწორედ ამ გააზრებით დაერქვა ბრენდს allgood –ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური დატვირთვის მქონე გამოთქმაა, რომელსაც მაშინ იყენებენ როდესაც “ყველაფერი კარგადაა.

მართლაც, allgood-ის მომსახურების გამოყენებისას, შეგიძლიათ აუღელვებლად იყოთ, რადგან სამზადისიდან - სუფრამდე, ყველაფერი რიგზე იქნება.

“არ აქვს მნიშვნელობა სამეგობროსთვის გსურთ მყუდრო შეკრების მოწყობა, თუ გრანდიოზულ კორპორატიულ ფურშეტს აორგანიზებთ - ჩვენ თქვენს ხედვას ვაქცევთ რეალობად და, ასევე, სხვადასხვა ორიგინალური გადაწყვეტით, დაგეხმარებით ახალი და უნიკალური კონცეფციის მოფიქრებასა თუ განხორციელებაში. სრულყოფილი კულინარიული გამოცდილების, გამართული ორგანიზებულობისა და საქმისადმი გულწრფელი სიყვარულის გაერთიანებით, გვსურს, ყოველი შეხვედრისას, თქვენთან მოვიტანოთ გემრიელი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია ჯანსაღი კერძები და თან ისე, რომ თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს განსაკუთრებული ზრუნვა.

ჩვენთვის უმთავრესია, რომ ქეითერინგის გამორჩეულ სერვისებთან ერთად, ასევე ვასოცირდებოდეთ ადამიანურ სითბოსა და დადებით ემოციებთან."- კომპანია allgood-ის დირექტორი ქეთი მდივანი.

კომპანიის სერვისები აერთიანებს ყველაფერს: წვეულების კონცეპტუალურ დაგეგმარებას, კერძების მომზადებას, მათ ტრანსპორტირებას და ღონისძიებაზე გუნდის მომსახურებას.

ბრენდის განსხვავებული მიდგომების აღმოჩენით, ღირებულებების და მისწრაფებების განსაზღვრით, მოხდა მისი ზუსტი ადგილის პოვნა და ამ სივრცის სწორად შევსება. ORS PAIR-ის შემუშავებული სტრატეგიული მიმართულებიდან გამომდინარე, განისაზღვრა ბრენდის უნიკალური ხასიათი, რაც მის ვიზუალურ თუ ვერბალურ იდენტობაში გადაითარგმა.

ვიზუალური ნარატივი სუფრის შთაგონებით შეიქმნა, რადგან ის ისტორიებთან, დასამახსოვრებელ მომენტებთან და ძვირფას ურთიერთობებთან ასოცირდება - ეს განცდები კი სწორედ ისაა, რაც allgood-ს უდევს საფუძვლად. შეიქმნა და გამოიყო სუფრის ოთხი ვიზუალური მახასიათებელი:


ნიგოზი
თხილეულის ეს სახეობა ქართული სტუმარ-მასპინძლობისა და კულინარიული ტრადიციის სიმბოლოა.


დანა-ჩანგალი და ფოთოლი
აქედან პირველი სიმბოლო - დანა-ჩანგალი, allgood-ის კერძების გემოების მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, ფოთოლი კი - პროდუქტების სიჯანსაღეზე.


კვადრატული უჯრები
კუბოკრული პატერნი ადამიანთა კოლექტიურ ცნობიერებაში პიკნიკებისა და მეგობრული შეხვედრების განცდას აცოცხლებს.

პარალელური ხაზები

ეს ერთგვარი უნივერსალურობის, უწყვეტობის სიმბოლოა და მეტყველებს ოლგუდის ბრენდის მუდმივ განვითარებაზე.




“გუდვილი ქეითერინგის მიმართულებით ერთ-ერთი პიონერი კომპანიაა, ლიდერ ბრენდებს, კი ხშირად აქვთ გამოწვევა, რომ აჩვენონ შესაძლებლობების ახალი საზღვრები წარსულის ახლებურად გადააზრებით. Სწორად ამ ტრანსფორმაციის სურვილით გადაიკვეთა ოლგუდი ORS PAIR-თან.

სტრატეგიის და ბრენდის იდენტობის შემუშავებისას ავიღეთ ის მთავარი ფაქტორები, რაც AllGood-ს ყველასგან გამოარჩევს. გამოვყავით მათი ყველაზე ძლიერი, მნიშვნელოვანი თვისებები, რაც გადაითარგმნა როგორც მის სასაუბრო ენაში, ისე - ვიზუალურ იდენტობაში. იმ კაშკაშა ხასიათს და საქმისადმი გულითად მიდგომას რაც AllGood-ს წლების განმავლობაში ისედაც გააჩნდა, ახლა ყველა დაინახავს და იგრძნობს.” - ნათია ჩომახაშვილი, ORS PAIR-ის დამფუძნებელი და CEO.

AllGood-ის ბრენდის შექმნაზე კიდევ უფრო მეტი, აქ შეგიძლიათ ნახოთ.

გუდვილის ქეითერინგმა, 2006 წლიდან დღემდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დატოვა თავისი უნიკალური კვალი როგორც დაბადების დღეებზე, დიდ ქორწილებზე და კორპორაციულ ღონსიძიებებზე, ასევე გაუწია ქეითერინგის მომსახურება ისეთი მსოფლიო ვარსკვლავების ღონისძიებებს, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, Aerosmith, Imagine Dragons, ბრუნო მარსი, 30 Seconds to Mars, და სხვა. კომპანიას ასევე აქვს სპორტული დელეგაციებისთვის ქეითერინგის მომსახურების სერვისიც - allgood-მა ბოლოს ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ბრენდი allgood, ახალი იდენტობით, თუმცა იმავე ღირებულებებით, გეგმავს უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს და შექმნას უფრო მეტი სიახლე, პროდუქტი და სერვისი თავისი მომხმარებლებისთვის.

თვალი ადევნე allgood-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები