მიმდინარე წლის II კვარტალში, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში წელს მალტას 6.6%-იანი წილით მესამე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული $574 მილიონის FDI-ში მალტიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 38 მლნ დოლარამდე იყო.
ამგვარად სამხრეთ ევროპის ეს სახელმწიფო გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიის შემდეგ ინვესტორი ქვეყნების TOP-3-ეულში მოექცა.
უნდა აღინიშნოს, წლის პირველ ნახევარში მალტიდან ქვეყნის ეკონომიკაში ჯამურად $49.6 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ამავე პერიოდში $42.8 მლნ-ს აღემატება.
BM.GE-მ საქსტატიდან ის სექტორები და კომპანიები გამოითხოვა, რომლებშიც ამ ქვეყნიდან 2024 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ მალტიდან განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი ხელოვნებაზე გართობაზე და დასვენებაზე მოდის. ეკონომიკის სექტორების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - $15.7 მლნ;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $4.2 მლნ;
- უძრავ ქონების სექტორი - $144.4 ათასი.
დანარჩენ სექტორებში კი რაც მშენებლობას, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფას და საკვების მიწოდების საქმიანობებს; პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებს მოიცავს ჯამურად ამ პერიოდში $20.8 მილიონის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
უნდა აღინიშნოს, რომ II კვარტალში IT სფეროში ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -3 მილიონ 78 ათასი დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია მალტიდან აპრილ-ივნისში შემდეგ კომპანიებში ჩაიდო:
- შპს ჯი რიალთაიმ ლაივ
- შპს ენთეინ ჯორჯია
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
- შპს ალმა
- სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია