მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალმას“ 2023 წელს მოგება გაუორმაგდა - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც გარე რეკლამის ბაზარზე ოპერირებს?

ალმა- რეკლამა

კომპანიას „ალმა“ მოგება გაუორმაგდა. კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა გარე რეკლამის ბაზარს უკავშირდება, კონსოლიდირებული ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს „ალმას“ ჯგუფში შემავალი კომპანიების 53.72 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2022 წელს არსებული 44.15 მლნ -ის შემდეგ. ამასთან წმინდა მოგებამ 1.9-ჯერ გაიზარდა და 34.7 მლნ ლარი შეადგინა. საკუთრივ "ალმას" წლის სრული შემოსავალი 4.1 მლნ ლარი იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 52.5 მლნ-ს შეადგენდა.

„ალმას“ მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ 2023 წლის განმავლობაში კომპანიის სარეკლამო შემოსავლები უმჯობესდებოდა 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს საოპერაციო შემოსავალმა ისტორიულად ყველაზე მაღალი მონაცემს მიაღწია. ჯგუფის შემოსავლები 22%-ით გაიზარდა 2 54 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საკუთრივ "ალმას" შემოსავლები ასევე 22%-იანი ზრდით წინა წელთან შედარებით 50 მლნ ლარით განისაზღვრა. 2023 წლის განმავლობაში კომპანიის დაბეჭდვას და გაკვრა/განთავსებისგან მიღებული შემოსავლის ზრდამ 36% შეადგინა.

„ყველა სარეკლამო მიმართულება შემოსავლების მხრივ ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და ზრდის მაჩვენებლები 22-25%-ის ფარგლებში მერყეობდა, 25%-იანი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბილბორდების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლებში. საოპერაციო მოგება 2022 წელთან შედარებით შემცირდა 68%-ით, რაც 2022 წელში განაპირობა საინვესტიციო ქონების გადაფასების შედეგად მიღებულმა მოგებამ, ხოლო 2023 წელში შვილობილის გასვლის ოპერაციიდან მიღებულმა ზარალმა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შპს "ალმა" 1995 წლიდან ოპერირებს საქართველოში გარე რეკლამის ბაზარზე. კომპანია ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და 2002 წლიდან ფლობს სტამბას. დღეს კომპანიის მფლობელობაში არსებული ბილბორდები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. მას ეკუთვნის "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20 წლიანი ექსკლუზიური უფლება, ასევე შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" საკუთრებაში არსებულ ობიექტზე რეკლამის განთავსების 30 წლიანი ექსკლუზიური უფლება და ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური 15-წლიან ნებართვა.

კომპანიის 100%-იანი წილი მფლობელია Meridian Malta, საბოლოო ბენეფიციარები 50-50%-იანი წილით ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან.

დღეისათვის „ალმას“ 9 შვილობილი კომპანია ჰყავს: ლაგუნა; ლომსია; კრაკენი 8; სტარტაპ სტუდიო; კოსტავა თაუერი; ალმა ლისი; საკენი ბიოგრაფისგან; ვინთროპ ცენტრი; მილენიუმ თაუერი. ასევე ჰყავს 7 დაკავშირებული კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები