მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალპბახი - საქმიანი შეხვედრების ტურისტული ლოკაცია ავსტრიაში

საქმიანი ტურიზმი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ტურიზმის კარგად ნაცადი მიმართულებაა, რომელიც ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. წლის განმავლობაში ევროპული ქალაქები სხვადასხვა საქმიანი შეხვედრების, მასშტაბური კონგრესებისა და ღონისძიებების მასპინძლობით შემოსავლის სახით მნიშვნელოვანი თანხების გენერირებას ახერხებენ. ე.წ მაის ტურიზმის განვითარების საინტერესო და წარმატებული პრაქტიკა აქვს ავსტრიას. ამ ქვეყანაში არსებობს მაღალმთიანი კურორტი, რომელიც სრულად საქმიან ტურიზმზე მუშაობს. ალპბახში ეს მიმართულება უკვე 70 წელს ითვლის და წლის განმავლობაში 200-დღიანი დატვირთულობით მუშაობს. ალპბახის ისტორია ევროპულ კონგრესს უკავშირდება, რომელმაც წლების წინ ამ კურორტზე მაის ტურიზმის განვითარებას სათავე დაუდო. როგორ მოახერხა ავსტრიის პატარა სოფელმა მსოფლიო დონის საქმიანი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარ ლოკაციად ქცევა და როგორ შეიძლება ავსტრიული გამოცდილების საქართველოს რეალობაში გადმოტანა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები