ამერიკული ტექ-გიგანტის Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს პირველად მიაღწია. ამის მიზეზი არამარტო კომპანიის მიერ შემოთავაზებული AI ინოვაციები გახდა, არამედ ახლახან მოგებული ანტიმონოპოლიური პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოსამართლემ Google-ს Chrome-ის ბრაუზერის შენარჩუნების უფლება მისცა.
კალენდარული წლის დაწყებიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 30%-ით გაიზარდა, რითაც ტექ-კომპანიების “გასაოცარ შვიდეულში” ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და გადააჭარბა S&P 500-ის ზრდის მაჩვენებელს. ანტიმონოპოლიური სასამართლოს წარმატებით დასრულების გარდა, კომპანიის წინსვლას ხელი Cloud-ის მიმართულებით შემოსავლების ზრდამაც შეუწყო ხელი, რადგან გასულ კვარტალთან შედარებით 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა. თავის მხრივ, ამ შედეგის მიღწევას წინ ჩიპების ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადება და Gemini AI-ს მოდელის გაუმჯობესება უძღოდა.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ კომპანია არსებულ შედეგს მომავალ თვეებსა და წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ჩამოყალიბდება არამარტო საძიებო სივრცის გიგანტად, არამედ Cloud-ისა და ხელოვნური ინტელექტის სექტორების ერთ-ერთ ლიდერად.




























