ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა.
როგორც ირკვევა, კომპანიამ 30 წამყვანი ფირმის სიაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე Verizon Communications-ი ჩაანაცვლა და რეიტინგის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ Google-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ინდექსში ეგრეთ წოდებული "ბრწყინვალე შვიდეულის" წარმომადგენელი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა და ახლა მათ სიაში Alphabet-თან ერთად Nvidia, Amazon-ი, Apple-ი და Microsoft-ი შედიან.
შეგახსენებთ, რომ 130-წლიანი ისტორიის მქონე Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელი ამერიკული ბაზრის განწყობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა. მასში ისეთი გავლენიანი ფირმებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: Boeing-ი, Coca-Cola, JPMorgan Chase-ი, Merck-ი და სხვა.




























