მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alrosa-მ რუსეთში 390-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა

ალმასი - Alrosa (309.7)

რუსულმა სახელმწიფო კომპანია Alrosa-მ საიუველირო ხარისხის 390.7-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოპოვებული უდიდესი ალმასია.

კომპანიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ არის სანქცირებული, ის სახას რესპუბლიკაში, მაიატის საბადოში აღმოაჩინა. არასტანდარტული ფორმის ალმასი გამჭვირვალე სტრუქტურისაა და გარშემო მოყვითალო-მოყავისფრო შარავანდედი დაჰყვება. აღნიშნული ალმასი უდიდესია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის შემდეგ მოუპოვებიათ.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Alrosa ალმასების გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რომელიც დაახლოებით იმდენივე ძვირფას ქვას აწარმოებს, რამდენსაც ინდუსტრიის ლიდერი De Beers-ი. ამასთან, რუსული კომპანიის მიერ მოპოვებული და დამუშავებული ძვირფასი ქვები, ხშირად, მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე იყიდება. თუმცა ბოლო დროს, სანქციების გამო, რუსეთიდან ალმასების და სხვა ძვირად ღირებული ნივთების გატანა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, რამაც, შესაძლოა, ზემოაღნიშნული ალმასის გაყიდვაც შეაფერხოს.

სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიის გაყიდვებმა, თავდაპირველად, იკლო, მაგრამ მალევე აღდგა, როცა Alrosa ახალ ბაზრებზე გადაეწყო, კერძოდ ინდოეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები