მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ბიზნესით სხვებიც უნდა დაინტერესდნენ - სტარტაპი "ეკოვილსის" გეგმები

64aee5f68acfb
ალა ისპირიანი
12.07.23 21:34
1138
"ეკოვილსი" ახალი სტარტაპია, რომლის პროფილი მეორადი, გამოუსადეგარი საბურავების და სხვა ნარჩენების გადამუშავებაა. საწარმო რუსთავში მდებარეობს და როგორც "ეკოვილსის" ბიზნეს-კონსულტანტმა ზაზა კაპანაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, ის თავდაპირბელად 8 ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს.

მისი მოსაზრებით, აღნიშნული ბიზნესით სხვებიც უნდა დაინტერესდნენ, რადგან ერთის მხრივ ქვეყნის ეკოლოგიაზე ზრუნავ და მეორე მხრივ ეს საკუთარი ბიზნესის ქონის შესაძლებლობაა. ამასთან, როგორც ზაზა კაპანაძე ამბობს, მარტო, ერთი კომპანიისთვის ამ საქმესთან გამკლავება რთული იქნება. 

„მოვიძიეთ ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ბევრი რაღაცების გაკეთება შეიძლება საბურავებით, რომელიც გამოუსადეგარი ხდება და საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდის. ჩვენ შემთხვევაში თერმული დამუშავება ხდება და სამი სახის პროდუქტს იღებ, რაც თავის მხრივ ახალ პროდუქტს ქმნის - ეს არის ნახშირბადი, წყალბადი და ლითონის ჯართი.

ეს არის ენერგო მატარებელი, პრაქტიკულად ნახშირბადი და ნახშირწყალბადი, არის ნავთობის პროდუქტი, რაც ძალიან ბევრი სახეობის სარეალიზაციოდ საჭირო პროდუქტია - ეს არის ჰიდროიზოლაცია, რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ენერგეტიკაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეს უნარჩენო პროდუქტია, ანუ პროდუქტი მთლიანად ქრება ბუნებაში, არავითარ ნარჩენს აღარ იწვევს. ასევე მნიშვნელოვანია თვითონ როგორც ენერგომატარებელი - ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, რომელიც საწვავადაც გამოიყენება.

თვითონ ნახშირბადს ძალიან კარგი თვისება აქვს, ანუ ის არის შემკვრელი და როცა, მაგალითად ზღვაში ნავთობპროდუქტებია ჩაყრილი, ეს პროდუქტი მას ერთ ადგილზე უყრის თავს და შემდეგ მისი ამოღება ხდება ზღვიდან, ამიტომ ეკოლოგიურად ძალიან საინტერესოა.

გეგმაში გვაქვს, კომპანია გაძლიერდეს და წარმადობა გაზარდოს და ამით ქვეყანას მივეხმაროთ, მაგრამ ამაზე სხვამაც უნდა იზრუნოს. მიღებულია კანონი, მთავრობის 325-ე დადგენილება, რომელიც ხელს უწყობს ამ ბიზნესის განვითარებას და ამით უნდა დაინტერესდნენ. მარტო ჩვენ ამას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ზაზა კაპანაძემ.

"ეკოვილსის" დამფუძნებელმა და დირექტორმა ლუკა კაპანაძემ „საქმიან დილაში თქვა, რომ მოლაპარაკებები ჩინურ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს, რადგან დანადგარების შესყიდვა უზრუნველყონ. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში ჩადებული ინვესტიცია ჯამში 120 000 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები