მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ჯვარი“ სპეციალური საწარმოს სტატუსით ოკუპირებულ აფხაზეთში საბურავების გაყიდვას გეგმავს

საბურავები

კომპანია „ჯვარი“, რომელსაც მთავრობამ სპეციალური საწარმოს სტატუსი მიანიჭა, ოკუპირებულ აფხაზეთში ავტომობილის საბურავების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით აკობიამ BM.GE-ს განუცხადა.

მთავრობის 16 ოქტომბრის განკარგულებით, „ჯვარზე“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობა 3 თვის ვადით გაიცა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სტატუსი მათი მოთხოვნის საფუძველზე მიანიჭეს.

„ზუგდიდში, საბურავებზე ვმუშაობ, ოკუპირებული რეგიონიდან საბურავებზე მოთხოვნა იყო. ხალხი გადმოდიოდა და ვერ გადმოჰქონდა იქით და ამის საფუძველზე... ოკუპირებულ რეგიონში რა მოთხოვნაც იქნება იმ მოცულობის საბურავებს გადავიტან, რა ღირებულების იქნება ჯერ არ ვიცი. ძალიან ბევრია დაინტერესებული და მაგის საფუძველზე გავაკეთეთ“, - განუცხადა BM.GE-ს დავით აკობიამ. თუმცა ბიზნესმენი ვერ აზუსტებს ვერც იმას როდის დაიწყებს ოკუპირებულ რეგიონში საბურავების გატანას და ვერც იმას რომელ ლოკაციებზე მიაწვდის საქონელს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას სპეციალური საწარმოს სტატუსი პირველად მიიღო და მოთხოვნის შესწავლის შემდეგ საბურავებს იქ ჩაიტანენ, საიდანაც მოთხოვნა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები