მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა საქართველომ განაცხადა ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება“

6432539cbf202
BM.GE
09.04.23 09:41
435
საქართველოს პრემიერი მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 9 აპრილს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა საქართველომ მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება.

პრემიერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში 9 აპრილს გარდაცვლილ ჰგმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ ქვეყნის შემდგომი წინსვლაც თავისუფლებისკენ ასეთ იდეალებს უნდა დაეფუძნოს.

“9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის.

ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.



1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით შეკრებილი მოქალაქე კი გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები