დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტუდენტების მხოლოდ 28%-ია აცრილი.
ამასთან, მისივე თქმით, "არის გამორჩეული უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტების 50%-ია აცრილი".
"ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ აიცრან. ძალიან გამიხარდა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თანამშრომლებიც 100% აცრილია; NCDC-ში აცრის მაჩვენებლით 90%-ზე ავედით, არის ობიქტური მიზეზები, თუმცა იმედი მაქვს, ამ ერთი თვის განმავლობაში მაჩვენებელი 100%-ზე ავა. სხვანაირად ამ ეპიდემიას ვერ გავაჩერებთ. უნდა აიცრას კრიტიკული მასა, ხოლო კრიტიკულ მასად უკვე ითვლება 75-80%. „დელტა შტამისთვის“ ჩვენ მიერ დასახელებული 60%-იანი სამიზნე საკმარისი აღარ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.