მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ელჩების ქვეყნებში აქციებს წყლის ჭავლით, ძაღლებით, რეზინის ტყვიებით შლიან, ჩვენ თავი შევიკავეთ - გომელაური

ვახტანგ გომელაური
09.05.24 11:25
174

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ სასაცილოა უცხოელი დიპლომატებისა და მაღალჩინოსნების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

“ჩვენ ვნახეთ განცხადებები აღარ მინდა დავასახელო, ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ეს ნამდვილად სასაცილოა. მათივე ქვეყნებში წყლის ჭავლი კი არა, დაწყებული საპოლიციო ძაღლებით, რეზინის ტყვიებით, ხდება, რაც კანონიერია, ჩვენ მაქსიმალურად შევიკავეთ თავი. ის რომ თითქოს რაღაც გადამეტებული ძალა გამოვიყენეთ პოლიციის დანაყოფებმა, ეს სასაცილოა,”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე თუ რატომ გაუშვეს ევროპასა და აშშ-ში აქციების დაშლის ვიდეოჩანაწერები სპეციალურ ბრიფინგზე, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა:

“თქვენ ნახეთ კადრები, სპეციალურად შევარჩიეთ ეს კადრები და გავუშვით, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და მსოფლიოში, ეს სტანდარტულია, მე არ ვამბობ, რომ ეს უკანონოა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფს და პოლიციურ ძალებს აქვთ გავლილი გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატების დანაყოფებთან ერთად აქვთ გავლილი ერთობლივი წვრთნები და ის არის გათვლილი და აღჭურვილი როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ჩვენ არ ვიგონებთ არაფერს, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ხშირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები,”- განაცხადა გომელაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები