მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს - საია

აქცია

საიას განცხადებით, ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგრიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, საია მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე.

„ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე“, - აცხადებენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები