მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე ბიზნესისთვის რაიმე დიდ შეზღუდვებს არ ვაწესებთ - თურნავა

6092ad47c7359
ინგა მურუსიძე
05.05.21 18:50
515
"ამ ეტაპზე ბიზნესისთვის ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, უწყებათშორისი საბჭო ცდილობს, დამატებითი რეგულაციები არ დააწესოს.

"ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, იყო უქმე დღეების გამოცხადება და საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, რამაც მობილობის შემცირებას შეუწყო ხელი. ამ ეტაპზე ბიზნესისთვის რაიმე დიდ შეზღუდვებს არ ვაწესებთ, ვცდილობთ, ამის გარეშე გავიდეთ", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები