მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ეტაპზე, ჩემი აზრით მაქსიმალური გაკეთებულია - "სმარტფარმი" "ფასების კომისიასთან" შეხვედრამდე

თეა მგალობლიშვილი

"ფასების სამთავრობო კომისია" 13:00 საათზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე „სმარტფარმის" ხელმძღვანელს თეა მგალობლიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენად არის გაიაფებული მედიკამენტები და რა ნაბიჯები უნდა გაიდაიდგას დამატებით.

" რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ მედიკამენტების ფასები ნამდვილად გაიაფებულია. ამ ეტაპზე, ჩემი აზრით მაქსიმალური გაკეთებულია.

ჯერჯერობით, მაქსიმალური გაკეთდა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით და აწი ვნახოთ", - განაცხადა თეა მგალობლიშვილმა მედიასთან.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.

მიმდინარე კვირაში კი შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც დაგეგმილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები