სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 30 დეკემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, კომისია ძირითადად მინისტრებისგანაა დაკომპლექტდება, მასში მონაწილეობას ასევე მიიღებს სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
კომისიის შემადგენლობაში შედიან:
- ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
- მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი:
- დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურწეობის მინისტრი – კომისიის წევრი;
- ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
- მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევწილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
- მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო “უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
- ლევან ჟორჟოლიანი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი;
- ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს ირაკლი კობახიძემ განცხადება, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.




























