პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა- რეაბილიტაციის პროცესი.
„სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის
უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-
რეაბილიტაციის პროცესი", - თქვა ამილახვარმა.
ინფორმაციისთვის, სამთავრობო პროგრამას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.