კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, საწვავის ფასები თანხვედრაშია გარე ფაქტორებთან და ბაზარზე სამართლიანი ფასები გვაქვს. მან ამის შესახებ BMG-სთან, საწვავის ბოლოდროინდელ გაძვირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.
"სამი კვარტალის სურათის მიხედვით, ჩვენ ვაკვირდებით საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასების დინამიკას, ადგილობრივი კურსის მოძრაობის დინამიკას, ასევე იმპორტის თვითღირებულებას და მის შესაბამისობას საცალო ფასებთან.
ამ ეტაპზე ჩვენ ვთვლით, რომ ბაზარი კონკურენტუნარიანია, ფასები სამართლიანია საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე. მუდმივად ვმუშაობთ ადგილობრივ ინდუსტრიასთან ერთად და თუ კრიტიკული საკითხები გამოიკვეთება, ჩვენ გვაქვს მექანიზმი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.