"ამ ღამეს მტერი შტურმზე წამოვა, უნდა გავუძლოთ, არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე რთული ღამე ელით.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ამ ღამეს მტერი თავის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რათა ჩვენი წინააღმდეგობა გატეხოს - საზიზღრად, ხისტად და არაადამიანურად. ამ ღამეს ისინი შტურმზე წამოვლენ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება. ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, თუმცა გათენდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თითოეული სამოქალაქო პირი ფრთხილად უნდა იყოს, ხოლო ვისაც შეუძლია დახმარება, უნდა შეაჩეროს მტერი, სადაც შეუძლია.
„თუკი დამპყრობლებისთვის საბავშო ბაღებიც მისაღები სამიზნეა, მათ არავითარი შანსი არ უნდა დაუტოვოთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.




























