მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა" - კაია კალასი "ოცნების" ახალ კანონებზე

კალასი

კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები "უკიდურესად სამწუხაროდ" შეაფასა. კალასმა ამის შესახებ "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის წინ ისაუბრა.

"ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა და ეს ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის", - განაცხადა კაია კალასმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება, რომლითაც მეწარმეებს პოლიტიკური აქტივობა შეეზღუდათ და საჯარო პოლიტიკური აქტივობა აეკრძალათ. დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე ჯარიმა 20 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სასჯელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ჩანაცვლდება.

ამასთან, გუშინვე პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები