მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ... არასტაბილური გარემო ბიზნესზე ნეგატიურად აისახება“ - ირმა დაუშვილი

ნუნისი

კომპანიების „ნუნისი“ და „დიოს“ თანადამფუძნებელი, ასევე ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირმა დაუშვილი აცხადებს, რომ ვერ ხედავს ისეთი კანონის საჭიროებას, რომელიც საზოგადოებას მასშტაბურ პროტესტს იწვევს, არასტაბილური გარემოს გამო კი ბიზნესი და ეკონომიკა ზიანდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან მმართველი ძალის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

ირმა დაუშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკის მინისტრთან ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრაზეც გამახვილდა და აღინიშნა, რომ ისედაც შემცირებულ უცხოურ ინვესტიციებზე არსებული ვითარება კარგად არ აისახებოდა.

„ჩემი პოზიცია ხალხის პოზიციას ემთხვევა, რადგან ჩვენი კომპანიები ევროპელ ინვესტორებზე არიან დამოკიდებულები. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისას გაჟღერდა, რომ ინვესტიციები 2023 წელს 23%-ით არის შემცირებული. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ბიზნესზე პირდაპირპროპორციულად აისახება. ისედაც ძალიან ბევრი დაბრკოლებაა ჩვენს რეგიონში ომების სახით და ინვესტორებისთვის ეს საფრთხილოა. ქვეყანაში ამ კანონის მიღების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ და ვერ ვხდები, ამის გამო სახელმწიფო რატომ უნდა უწყობდეს ხელს ასეთ ღელვას. მათ ხომ იცოდნენ როგორი ტალღა იყო გასულ წელს ამ კანონის გამო და იციან, რომ ამას ასეთი ვნებათაღელვა მოჰყვება. არასტაბილური გარემო კი ყოველთვის ნეგატიურად აისახება ბიზნესზე. იმიტომ რომ ამ დროს ინვესტირებაზე დაფიქრება ხდება. თუ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინება არ იქნება, ბიზნესს და ეკონომიკას გაუჭირდება.

სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ისეთ კანონები შემოაქვს, რომელზეც მოსახლეობას ასეთი რეაქცია აქვს“, - განაცხადა ირმა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები