მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ კრიზისმა სანავთობო ინდუსტრია სამუდამოდ შეცვალა - IEA-ს დირექტორი

ბიროლი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორი, ფათიჰ ბიროლი აცხადებს, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტის შედეგად სახელმწიფოები წიაღისეული საწვავის მიმართ ნდობას კარგავენ, რაც მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს.

მისი აზრით, ირანის ომით გამოწვეულმა კრიზისმა წიაღისეული საწვავის ინდუსტრიაში შეუქცევადი პროცესები გამოიწვია, რაც ენერგომომარაგების უსაფრთხოების მიზნით ქვეყნებს ალტერნატიული წყაროებისკენ უბიძგებს.

მისი პროგნოზით, მთავრობები ენერგეტიკულ სტრატეგიებს გადახედავენ, რაც განახლებადი ენერგიის, ბირთვული ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

ფათიჰ ბიროლის შეფასებით, გლობალურ ბაზარზე მიყენებული ზიანი მასშტაბურია და ენერგეტიკულ ბაზრებზე მრავალწლიანი მუდმივი შედეგები ექნება.

მართალია, არსებული ვითარება განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა პარალელურად კლიმატური მიზნების მიღწევას საფრთხეს უქმნის. ფათიჰ ბიროლის თქმით, წიაღისეულ საწვავზე მაღალმა ფასებმა შესაძლოა განვითარებად ქვეყნებს ნახშირის გამოყენებისკენ უბიძგოს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სასუქების, საკვები პროდუქტებისა და ჰელიუმის ინდუსტრიებზე გავლენა ჰორმუზის სრუტის გახსნის შემთხვევაშიც შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები