14 აპრილს პარლამნტში “მინისტრის საათის” ფორმატის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენენ.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას პარლამენტის მუშაობის განრიგს, ხვალ, 12 აპრილის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან პარლამენტის წევრის, ირაკლი შატაკიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს. ამასთან, მიმდინარე კვირაში, პარლამენტი კენჭს უყრის და აირჩევს საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს.
ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ბიურომ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო კომიტეტებში ოცამდე კანონპროეტის განხილვის პროცედურა დაიწყოს.
კერძოდ, პარლამენტი დაჩქარებული წესით დაიწყებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების განხილვას, რომლითაც განისაზღვრება, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია, რომელიც პირს უსრულდება პირველ ოქტომბრამდე.
პარლამენტი მუშაობას იწყებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.




























