მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კვირაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლადგარმეონტებული კორპუსი გაიხსნება - ტიკარაძე

5fe1b047a25d2
ინგა მურუსიძე
23.12.20 10:42
1510
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში რესპუბლიკური საავადმყოფო გაიხსნება, სადაც ინტენსიური პაციენტებისთვის 400 საწოლი იქნება განთავსებული. ამის შესახებ მან ინფორმაცია გუშინ პარლამენტში, 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააჟღერა, სადაც სამთავრობო პროგრამა წარადგინა და, ჯერჯერობით, ერთპარტიულმა კომიტეტმა მხარიც დაუჭირა. 

„პანდემიამ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მიუხედავად თანმდევი სირთულეებისა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის რესურსების მობილიზება  მაინც მოხერხდა. მიმდინარე კვირას რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლადგარემონტებული კორპუსი გაიხსნება, რომელიც  პაციენტებს სრულად აღჭურვილი 400 ინტენსიური საწოლით მოემსახურება. რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი გაგრძელდება  და უახლოეს მომავალში  საავამყოფოკოვიდ-პაციენტებს რვაასი სრულად აღჭურვილი საწოლით მოემსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: დეკემბრის დასაწყისში საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლფონდის მობილიზებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. დოკუმენტის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესი შენობის მეოთხე სართულს შეეხება. 

bm.ge მეტი დეტალის გასარკვევად თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ ლევან გოფოძეს დაუკავშირდა, რომელმაც ასევე, დაგვიდასტურა, რომ "ამჟამად მიმდინარეობს რეაბილიტაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში განთავსებული ამორტიზებული შენობის, რომელიც ამ დრომდე, ფაქტობრივად, გაუქმებული იყო".

"თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს შეფერხების გარეშე, ვართ კოვიდ-ცენტრი და ვიღებთ პაციენტებს, პარალელურ რეჟიმში კი, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები შენობაში, რომელიც საავადმყოფოს ეზოში მიმდინარეობს, სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ინტენსიური თერაპიის 400 საწოლს მოიცავს.  რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება და მოგვიანებით, კიდევ 400 საწოლი დაემატება. ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ამ ყველაფერს სამედიცინო ჰოლდინგი განსაზღვრავს", - განაცხადა გოფოძემ.

დღესვე, მინისტრობის კანდიდატს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის პროცესზე დაუსვა კითხვა, რადგან როგორც ცნობილია, რესპუბლიკური საავადმყოფოც ჰოლდინგში შედის. 

„ბათუმის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოების, ასევე, რუხის საავადმყოფოს რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამა სწორედ ჰოლდინგის მხრიდან ხორციელდება. რამდენიმე დღეში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვნახავთ ამ შედეგს და ეს გეზი უცვლელად გაგრძელდება“, - ასეთი მოკლე პასუხით შემოიფარგლა ეკატერინე ტიკარაძე.




 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები