მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი" - ირაკლი კობახიძე ეკონომიკურ ზრდაზე

ირაკლი კობახიძე

ერთთვიანი პაუზის შემდეგ დღეს, 1 მაისს გამართულ "ოცნების" მთავრობის სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ ყურადღება მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გაამახვილა.

მან მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, "ტურზიმის სფეროშიც კარგი მონაცემები გვაქვს".

„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რომელი სექტორები გაიზარდა/შემცირდა მარტში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები