მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამ სექტორში სტაგნაცია არავის უნდა აწყობდეს” - წიგნის გამომცემლები მთავრობას მიმართავენ

5fd0f6d246683
ანუკა ჯოხაძე
09.12.20 21:10
647
საქართველოში წერტილოვან შეზღუდვებად წოდებული ე.წ ლოქდაუნის გათვალისწინებით 28 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში წიგნის მაღაზიებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, რაც თავისთავად პირდაპირ აისახა საგამომცემლო საქმიანობაზეც.

როგორც წიგნის გამომცემლებისა და გამავრცელებლების ასოციაციის ღია წერილში ვკითხულობთ ონლაინ გაყიდვები კი დაშვებულია, მაგრამ ის ვერ აბალანსებს იმ ზარალს, რაც ამ სექტორში მომუშავე კომპანიებმა პირველი ლოქდაუნის დროს მიიღეს.

მათი თქმით, თვეების მანძილზე არ გამოიცემოდა ახალი წიგნები, ხოლო არსებული მარაგების რეალიზაცია გართულებული იყო. როგორც წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე გვანცა ჯობავა ამბობს, სექტორისთვის აუცილებელია დახმარება, კერძოდ მოთხოვნებს შორის სახელდება კომპანიების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და წიგნის მაღაზიების გახსნა.

“ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საგამომცემლო სექტორი უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის განათლების სისტემაში. ჩვენ ვქმნით სკოლებისთვის სახელმძღვანელოებს. მიმდინარე წლის განმავლობაში არცერთი წუთით არ გავჩერებულვართ, ვიღებდით მონაწილეობას სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და ვქმნიდით ახალ სახელმძღვანელოებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის სექტორი, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ამიტომ ამ სექტორში სტაგნაცია და დაზარალება ნამდვილად არავის უნდა აწყობდეს. მითუმეტეს მაშინ როცა მძიმე ვითარებაა სკოლებში, როგორ უჭირთ ბავშვებს სწავლა, ამას კიდევ ისიც შეიძლება დაემატოს რომ მათ არ ჰქონდეთ სახელმძღვანელოები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა მოგვაქციოს ყურადღება და უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომელიც დღეს ჩვენს სექტორში არსებობს", - აცხადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები