"სულაკაურის გამომცემლობა" 20-მდე კომპანიის მიერ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,"სულაკაურის გამომცემლობამ" ასოციაცია ჯერ კიდევ ათი წლის წინ დატოვა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომელიც მათ თბილისის წიგნის დღეებზე გაასაჯაროვეს. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის 19-მა წევრმა გააკეთა განცხადება ასოციაციის დატოვების შესახებ. მათი თქმით, ასოციაციამ მათთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, დარეგისტრირებულიყო რუსული კანონის რეესტრში. გაცნობებთ, რომ "სულაკაურის გამომცემლობამ” 2014 წელს დატოვა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 10-მდე წევრთან, მათ შორის: სანტა ესპერანსასთან, ქარჩხაძის გამომცემლობასთან და ლოგოს პრესთან ერთად", - აცხადებენ "სულაკაურის გამომცემლობაში".
ცნობისთვის, 20-მდე გამომცემელმა განაცხადა, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს, მიზეზად "რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაცია დაასახელეს, რისი გადაწყვეტილებაც, გამომცემლების თქმით, ასოციაციის გამგეობამ წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო.
BM.GE წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან დაკავშირებას ცდილობს.