მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ სიტუაციაში, საქართველოში ინვესტიციას არ ჩადებენ... სავარაუდოდ, ბევრი თავის ფულს გაიტანს" - ფადი ასლი

ფადი ასლი

ICC საქართველოს თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა.

როგორც ფადი ასლი აცხადებს, ბევრი ბიზნესმენი საქართველოში უკვე ერიდება თანხების დაბანდებას და მოლოდინია, რომ ინვესტორების ნაწილი საკუთარ ინვესტიციებს ქვეყნიდან გაიტანს.

„ბიზნესმენები, რომლებიც „ქართული ოცნებისგან“ იღებენ ინვესტირების ინსტრუქციებს, ალბათ საქართველოში გააგრძელებენ ინვესტირებას. თუმცა ნებისმიერი ქართველი ინვესტორი, რომელსაც თავისუფალი არჩევანი და ერთი გრამი საღი აზრი აქვს, ამჟამინდელ სიტუაციაში საქართველოში ინვესტირებას არ გააკეთებს. მე საქართველოში ინვესტირება და ბიზნესის კეთება 2018 წელს შევწყვიტე, რადგან ვხედავდი, რა მოხდებოდა.

დღეს ბევრი ბიზნესმენი ძალიან ერიდება ქვეყანაში მეტი თანხის დაბანდებას და სავარაუდოდ, ბევრი ქართველი ბიზნესმენი თავის ფულს საქართველოდან გაიტანს, რათა დაიცვას იგი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის კარგი დრო, იყო ქართველი, იყო ქართველი ბიზნესმენი, სამწუხაროდ, ეს არ არის კარგი დრო საქართველოსთვის. ჩვენ რუსეთის კუნძულად ვიქეცით დასავლეთის ოკეანეში. აზერბაიჯანი და სომხეთიც კი დასავლეთისკენ იხრებიან და რუსეთთან დისტანციას იკავებენ. ჩვენ ვართ რუსეთის უკანასკნელი ბასტიონი კავკასიაში“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები