მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ წუთამდე [ბიძინა ივანიშვილისთვის] დრო იყო მიცემული... პასუხი იყო მუქარა და რეპრესიები "- პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

ამ წუთამდე [ბიძინა ივანიშვილისთვის] დრო იყო მიცემული ...აქ [ორბელიანის სასახლეში] არავინ მოსულა, - ამის შესახებ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან, ხალხს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ დროის განმავლობაში „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი და არც ბიძინა ივანიშვილი ორბელიანი სასახლეში არ მისულა, რათა კრიზისიდან გამოსავალი ერთად ეპოვათ.

„დღემდე, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქ [ორბელიანის სასახლეში] ან „ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი, იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ანუ, შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება, შეთავაზება, იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როდესაც ქვეყანაზე ფიქრობ. როდესაც ქვეყანა გინდა.

აქ [ორბელიანის სასახლეში] არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო?! პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგოა. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რაზედაც ამას შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო, რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს, ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება“, - აცხადებს პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები