მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება" - 4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია

პაატა ბურჭულაძე

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეებს მიმართა და „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია“ წაიკითხა.

დეკლარაცია, რომელიც 3 პუნქტს შეიცავს, ასეთია:

  • ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;
  • ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია;
  • ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.

ბურჭულაძემ ასევე გამოაცხადა "ოცნების" წევრების სიაც, ვის დაკავებასაც ითხოვენ: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი.

"ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს",- თქვა ბურჭულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები